მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

სკალარია

სკალარიის სამშობლო ამაზონის აუზია. სკალიარისთვის საჭირო ტემპერატურა 22-26 გრადუსია, თუმცა დროებით 18 გრადუსამდე დავარდნასაც იტანს. ამ თევზის მდედრი და მამრი ერთმანეთისგან საკმაოდ ძნელად გასარჩევია. ხშირად გონიათ, რომ წყვილი სწორად შეარჩიეს. ერთ დღეს ერთი მათგანი ქვირითს ყრის მეორე კი მამრივით დატრიალებს თავს. მაგრამ ცოტა ხანში მეორე იწყებს ქვირითის ყრას და პირველი მამრივით იქცევა. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა არავითარ გამრავლებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. სკალარიები ძალიან მზრუნველი მშობლები არიან, ისინი ყოველგვარი საფრთხისგან ცდილობენ შვილების დაცვას. საკმარისია ლიფსიტებიან აკვარიუმში ჩაყოთ ხელი და ისინი უმალ მოიტანენ იერიშს თქვენზე და მანამდე გეჯახებიან სანამ ხელს არ ამოიღებთ. გამრავლებისთვის 20-30 ლიტრიანი აკვარიუმი საგულდაგულოდ უნდა მოამზადოთ. მას კარგად რეცხავენ, ფსკერის მესამედს ქვიშით ფარავენ და ფოთლოვან მცენარეებს რგავენ. წყლის ერთი მესამედი ახალი უნდა იყოს ხოლო ორი მესამედი ძველი. როდესაც აკვარიმში ოთახის ტემპერატურა დამყარდება შიგ სვამენ შერჩეულ წყვილს და ტემპერატურას 28 გრადუსამდე ზრდიან. როგორც კი წყვილი ახალ გარემოში მოხვდება იწყებს მის შესწავლას და არჩევს ქვირითის დასაყრელ ადგილს, ეს შეიძლება იყოს მცენარის ფოთლები, ჟანგბადის მილი ან აკვარიუმის შუშა. შეარჩევენ თუ არა ადგილს წყვილი იწყებს მის საგულდაგულო გასუფთავებას და მე–5-6 დღეს უკვე ყრის ქვირითს. მდედრი ყრის დაახლოებით 500–მდე ქვირითს რომელსაც მაშინვე ანაყოფიერებს მამრი. ამის შემდეგ იწყება ქვირითის მოვლა, მისი ინკუბაცია 36-55 საათს გრძელდება. გამოჩეკილი ლავრები მშობლებს ახალ წინასწარ შერჩეულ ადგილას გადაყავთ. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ფოთლებზე უკვე ლიფსიტებად ქცეული ღრუბელი ფუთფუთებს. თავიდან მშობლები ლიფსიტებს არ აძლევენ დამოუკიდებლად ცურვის საშუალებას, ხოლო როცა ამის დრო დადგება ისინი პირით აცილებენ ფოთლებს და წყალში გადაისვრიან. სკალარიის შეფერილობა მრავალგვარია. გვხვდებიან კრემისფერები, შავები, ვერცხლისფერი, თეთრი და სხვა.

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)