მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

კარელა

კარელა რუხი ფერის თუთიყუშია. ტანთან შედარებით, გული და მუცელი ღია ფერის აქვს. ქოჩორი, შუბლი, ლოყები და ყელი ყვითელი. თვალის გარშემო შემორტყმული აქვს მრგვალი, რუხი ფერის კანი. კარელას ნისკარტიც და ფეხებიც რუხია. დედალ კარელას სახეც და ქოჩორიც შესამჩნევად ნაცრისფერი აქვს, ვიდრე მამრს. 3 თვის ასაკში, ბარტყის შეფერილობა უკვე დიდი თუთუყუშის შეფერილობის მსგავსია. პატარა ასაკის მამრ კარელას, მდედრთან შედარებით, გაცილებით მეტი ყვითელი ბუმბული აქვს თავზე. ჩიტის სიგრძე 32 სმ-ია. კარელა ავსტრალიის მთელ კონტინენტზეა გავრცელებული, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ სანაპირო რაიონებისა. კარელა ცხოვრობს გაშლილი ტიპის ნებისმიერ ადგილას. უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ სადაც წყალია და საკვებად მარცვლეული მოიპოვება. ეს თუთიყუშები წყვილად ან პატარა გუნდებად ცხოვრობენ, მხოლოდ მიგრაციის დროს გუფდებიან დიდ გუნდად, რომელშიც ასეულობით ჩიტია გაერთიანებული. წყლის საჭიროებისას იყენებენ პატარა, არა ღრმა წყალსაცავებს, სწრაფად სვამენ და მალევე აგრძელებენ ფრენას. კარელა-მოხეტიალე ჩიტია. ძირითადად მიწაზე იკვებებიან, არიან ძალიან ფრთხილები. დასასვენებლად ამ ჯიშის თუთიყუშები მკვდარი ხის შიშველ ტოტებს ირჩევენ,რადგან თავიანთი შეფერილობის გამო, აქ ნაკლებად შესამჩნევი არიან და უფრო დაცულად გრძნობენ თავს. საკვებად თუთიყუში კარელა სხვადასხვა მცენარის მარცვალს იყენებს, ასევე მიირთმევენ სხვადასხვა სახის ხილის ნაყოფს და კენკრას. რეგულარულად ჭამენ მინდვრებში ფეტვს და სხვა მარცვლეულს, რითაც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აზარალებენ. კარელას გამრავლების პერიოდი ძირითადად აგვისტო-დეკემბერია, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუთუყუშებიც გამრავლება კლიმატურ პირობებზეცაა დამოკიდებული. ასევე შესაძლებელია წელიწადში რამდენიმე გამრავლება ერთმანეთის მიყოლებით. კარელას ბუდის გაკეთება მაღალი გამხმარის ხის ფუღუროში ურჩევნია, ისევე როგორც კაკადუს ბევრ სახეობას. კარელა დებს 4-5 კვერცხს, ინკუბაციის პერიოდი 19 დღე გრძელდება. ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს. ბარტყები ბუდეს 5 კვირის ასაკში ტოვებენ. სახლის პირობებში კარელა სწრაფად მრავლდება. გამრავლების პერიოდში კარელასთვის დამახასიათებელია ჩვეულებრივისგან განსხვავებული საქციელი. ამ დროს ახასიათებ „განსაკუთრებული გალობა“. ბარტყების ბუმბულით საბოლოო დაფარვა 33 დღეში ხდება. კარელა ჩუმი თუთიყუშია, მელოდიური ხმით. ისინი მალე ენდობიან ადამიანებს, და თუ მაინც გადაწყვიტეს კბენა, ძლიერად არ უკბენენ. კარელა უსაფრთხოა სხვა ჩიტებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ჩიტი გყავთ სახლში. ისინი საკმაოდ ამტანი თუთიყუშები არიან. ამ ჩიტისთვის აუცილებელია დიდი ზომის გალია სახლით. ზამთარში საჭიროა ყინვისგან დაცვა.

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)