მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

იადონი

იადონი ერთერთი ყველაზე მუსიკალური ჩიტია, გამოირჩევა შესანიშნავი, დამამშვიდებელი ხმით, ლამაზი ფორმებით და ფერთა მრავალსახეობით. ბუნებაში იადონი კანარის, აზორის და მადეირას კუნძულებზე ბინადრობს. მე 15-ე საუკუნიდან ევროპაში მოშინაურებული სახით გავრცელდა. ჩიტი პატარა ზომისაა, ოთახის იადონის ზომა 12-14 სმ-ია, გარეული ოდნავ პატარა ზომისაა. მამრი იადონი ზურგზე მწვანე შეფერილობისაა, შავი მოგრძო შტრიხებით, თავის ზედა ნაწილი, ყელი და კუდი მომწვანო-მოყვითალო ფერის აქვს, გული კი ყვითელი. დედალი იადონი, მამალთან შედარებით უფრო ღია ფერისაა. ძალიან ლამაზია გარეული და ოთახის იადონის ნაჯვარი, რომელიც მწვანე და ყვითელი ფერების ნარევია. იადონის გავრცელების ადგილად მთიანი ტყეები სახელდება. თუმცა ჩიტი კარგად შეეგუა კულტურულ ლანდშაფტს და დამკვიდრდა ბაღებში, პარკებში, მსგავს დასახლებულ ადგილებში. თავის სამშობლოში იაონი გადამფრენი ფრინველია, მხოლოდ სამხრეთში არ ხდება მათი გადაფრენა. იკვებება პატარა ზომის მარცვლეულით, ნაზი მწვანილით და ლეღვის წვნიანი ნაყოფით. ძალიან უყვართ ბანაობა. იადონები ჯგუფად მიფრინდებიან წყალთან, სვამენ და ბანაობენ, თან ძლიერად ისველებენ ბუმბულს. იადონი ბუდეს ხეზე იკეთებს. დებს 4-5 კვერცხს. დედალი ბუდეში ზის, ხოლო მამალი იქვე ხის ტოტზე ჯდება და გალობს. გარეული იადონის სიმღერა შინაურთან შედარებით ნაკლებჟღერადია. შინაური იადონი უფრი მრავალფეროვანია და მისი გალობაც უფრო სასიამოვნო მოსასმენია. იადონის სახელწოდება კანარის კუნძულებიდან მომდინარეობს, საიდანაც ისინი ესპანელმა კოლონიზატორებმა გამოიყვანეს. 400 წლის წინ იადონები არ გამოირჩეოდნენ სხვადასხვა შეფერილობით, ფორმებითა და სიმღერით. 15-16 საუკუნეში, ევროპაში იადონი ჯერ კიდევ იშვიათ ჩიტად ითვლებოდა და ძვირად ფასობდა. შემდგომ პერიოდში, თანდათანობით მოხდა მათი გამრავლება. იადონების სამი სახეობა არსებობს: მომღერალი, ფერადი და დეკორატიული. მომღერალი იადონების ჯგუფში დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება მის შეფერილობას, მთავარი ხმის მონაცემებია. მომღერალი იადონის ძალიან ბევრი ჯიში არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია გამოყვანილი. ყველაზე მეტად ამ ჯგუფიდან ცნობილია: გერმანული - როლერი, ბელგიური-ვათერშლიაგერი ან მალინუა, ესპანური ან ტიმბრადოსი, ამერიკული სინგერი და რუსული იადონი. ფერადი იადონები: თეთრი, რომლის ორი სახეობა არსებობს, გერმანული და ინგლისური. ასევე არსებობენ: რუხი, ყვითელი, მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი და არლეკინი, ანუ ჭრელი იადონები. დეკორატიული იადონები: ქოჩორა, ფიგურული, ტალღოვანი, კუზიანი, ფერადი. სახლებში, იადონის გალია ისეთ ადგილას უნდა დავდგათ, სადაც ორპირი არ იქნება. თუ სახლში სხვა ცხოველებიც არიან, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ეს ცხოველები გალიას ვერ მიწვდნენ. თავიდან, 2-3 კვირის განმავლობაში სასურველია გალია მშვიდ ადგილას განთავსდეს, რათა იადონს საშალება მიეცეს შეეგუოს ახალ გარემოს. იადონის კვების რეჟიმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შესაძლოა ყოველდღე დაუყაროთ 1-2 ჩაის კოვზი მშრალი საჭმელი, ან ორჯერ მეტი ჩაუყაროთ 2-3 დღეში ერთხელ. რაც შეეხება მათი გალიიდან გამოყვანას, ეს მისი მეპატრონის სურვილზეა დამოკიდებული. გამოყვანის დროს, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა: ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, სხვა ცხოველები არ უნდა იყვნენ ამ დროს მასთან ერთად, არც ცხელი საგნები უნდა იყოს ახლომახლოს.

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)