მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ჯუნგარული ზაზუნა

ჩვეულებრივად ჯუნგარული ჯიშის ზაზუნები 2 ჯერ უფრო პატარა ზომისაა ვიდრე სირიული.მისი სიმაღლე დაახლოებით 10 სმ-ია,ხოლო წონა კი 45 გრამი. ამიტომ ჯუნგარული ჯიშის ზაზუნები ითვლება ჯუჯა ზაზუნებად, სხვა ჯიშებთან შედარებით. ამ ჯიშს გააჩნია სპეციფიური გარეგნობა-ბეწვიანი ფეხები, მუქი სქელი ზოლი ზურგზე, ძალიან მოკლე კუდი, ბეწვი გამოირჩევა განსაკუთრებული თეთრი წინწკლებით. ასეთი შეფერილობა იმას მიუნიშნებს , რომ ჯუნგარული ზაზუნა არის მინდვრის ბინადარი. ის ხშირად ემალება მტაცებლებს თოვლის საფარის ქვეშ ძირითადად ცხოვრობენ ციმბირში, თუმცა კი ხშირად გვხვდება ყაზახეთში, მონღოლეთში და მანჯურიაში. დღევანდელ დრომდე იყო დისკუსიები იმაზე, რომ იყო თუ არა ჯუნგარული ჯიშის ზაზუნა კემბელის ჯიშის ზაზუნის შთამომავალი. თუმცა ეხლა ცნობილია, რომ ჯუნგარული ჯიშის ზაზუნებს გააჩნიათ მრავალი ნაირსახეობები. შინაური ჯუნგარული ზაზუნები ძირითადად გარეულებისგან გამოირჩევიან შეფერილობით. შინაური ძირითადად არის ნაცრისფერ-ყავისფერი თეთრი კოპლებით. არსებობს ნაცრისფერ-ლურჯ შეფერილობებშიც , თუმცა ძალიან იშვიათად. ძირითადად შინაური ზაზუნები ყავისფერია. ჯუნგარული ჯიშის ზაზუნების კვების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი მიდრეკილება შაქრის დიაბეტის მიმართ. ამიტომ რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი საკვები რაც ამ დაავადების გამოცვევას უწყობს ხელს. მიირთმევენ თითქმის ყველანაირ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლოვან კულტურებს.

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)