მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ლურჯი გურამი

ეს სახეობა ზომებით და ფორმით ხალებიანი გურამისაგან არ განსხვავდება. ფერით მომწვანო–მოლურჯოა, ჩვეულებრივ ღია ფერისაა, ტოფობისას კი ძალიან კაშკაშა და ლამაზ შეფერილობას იღებს. მამრს მდედრისაგან უფრო გრძელი ზურგის ფარფლი განასხვავებს. ლურჯ მდედრს უფრო დიდი მუცელი აქვს, ვიდრე ხალებიან მდედრს. გამრავლების პროცეის ხალებიანისას გავს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ლურჯი მამრი უფრო მკაცრად ექცევა მდედრს და ბუდესთან კი არ ეპატიჟება, არამედ ძალით მოერეკება მისკენ, აგლეჯს კუდსა და მუცლის ფარფლებს და თუ აკვარიუმში თავშესაფარად საკმარის მცენარეები არ არის, სადაც მდედრს მიმალვა შეუძლია, ტოფობის ბოლოს იგი იმდენად ილახება, რომ სულს ვერ იბრუნებს და კვდება კიდეც. ამიტომ ლურჯ გურამის ჭარბად უნდა ჩავურგოთ მცენარეები და – თუკი გვაქვს ხავსიც. ლურჯი გურამი ხალიანთან შედარებით უფრო გამძლეა და შედარებით დაბალ ტემპერატურასაც იტანს: თუ ხალებიანი გურამის ლიფსიტები იხოცებიან 18 გრადუსზე, ლურჯი გურამის მემკვიდრეები ამ ტემპერატურას თავისუფლად იტანენ. ლურჯი გურამიც მშვიდობიანია, ადვილად ეჩვევა სხვა თევზებს. აი ადამიანს კი უფრთხის და ემალება, ვიდრე საკმაოდ შეაჩვევს თვალს. ეს თევზები ერთნაირი მადით შეექცევიან როგორც ცოცხალს, ასევე მშრალ საკვებს. ხალებიანი და ლურჯი გურამისაგან მეაკვარეუმეებმა გამოიყვანეს თეთრი მარმარილოსებრი გურამი, რომლის შთამომავლობაშიც ხშირად გვხვდება გარდამავალი შეფერილობის მქონე ეგზემპლარები. ეს სახეობაც ზემოაღნიშნულებივით მრავლდება. ლიფსიტებს ჯერ უნდა ვაძლიოთ ინფუზორიები და „ცოცხალი მტვერი“. ან კარგად გაწურული მაწონი (ეს უკანასკნელი იმით არის კარგი, რომ დიდხანს არ იძირება და წყალს არ აფუჭებს)

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)