მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ხალებიანი გურამი

ეს სახეობა ინდოჩინეთს მდოვრე მდინარეესბსა და გუბურებში ცხოვრობს. აკვარიუმში მათი სიგრძე 10-12 სმ–ს არ აღემატება. მდედრთან შედარებით მამრი უფრო მკაფიოდაა შეფერილი. მამრის ზურგის ფარფლი გრძლი და წვეტიანია, მდედრისა კი მოკლე და მომრგვალებული. ბუნებაში ისინი აგრესიულები არიან, აკვარიუმში კი – არა. ამ თევზებს ჭირდებათ შედარებით მყარი ტემპერატურუკლი რეჟიმი 22-24– იანი წყალი. DH მაჩვენებელს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. გარსამრავლებელი აკვარიუმი არანაკლებ 20 ლიტრიანი უნდა იყოს. ლიფსიტებს კვებავენ „ცოცხალი მტვრით“ და მოხარშული კვერცხის გულით. ხალებიანი გურამი სისუფთავის მოყვარული თევზია, იგი ასუფთავებს მცენარეთა ფოთლებს, მინასა და ქვებს წყალმცენარეებისაგან. მას სხვა კეთილი თვისებაც აქვს, მაგალითად, იგი ანადგურებს ჰიდრას, რომელიც ხშირად მოხვდება ხოლმე წყალში ცოცხალ საკვებთან ერთად, სწრაფად მრავლდება და ნამდვი უბედურებად იქცევა თევზებისათვის, თუ აკვარიუმში ორიოდე პატარა გურამი ბინადრობს, შეგვიძლია დამშვიდებული ვიყოთ – ჰიდრა მათ გვერდით ვერ გაიჭაჭანებს. ტოფობის დროს მშობლებს არავითარ საკვებს არ აძლევენ. არც ლიფსიტების კვებაა აუცილებელი, ვიდრე ისინი მასობრივად არ დაიწყებენ ცურვას: თუ წყალი დიდი ხნისაა, მცენარეთა შორის აუცილებლად იშოვება ლიფსიტებისათვის საკამრის საკვები. მესამე–მეოთხე დღეს შეიძლება ინფუზორიების ან „ცოცხალი მტვრის“ მიცემა. თუ საკვები საკმარისია, ლიფსიტები სწრაფად იზრდებიან. მეორე თვის დასაწყისში მათ შორის ზოგი უკვე იმდენად წამოიზრდება, რომ საკუთარ და–ძმებს შესაჭმელად წაეტანება. ამიტომ დიდ–პატარა ლიფსიტები უნდა გავაცალკეოთ და პატარები „მეტ პატივში ვიყოლიოთ“, რათა უფროსებს წამოეწიონ. საყურადღებოა, რომ კარგად მოვლილ, ხელსაყრელ პირობებში გაზრდილ თევზებს შეფერილობაც უფრო ლამაზი აქვთ, მაქსიმალურ ზომებსაც მალე აღწევენ და დიდხანსაც – 10 და მეტ წელიწადს ცოცხლობენ. აკვარიუმის გურამი, როგორც ზევით ითქვა, მშვიდობიანი თევზია, იმდენად მშვიდობიანი, რომ საჭმელს პატრონის ხელისგულიდანაც კი მიირთმევს. როგორც ავღნიშნეთ, გურამისთვის საჭიროა წყლის ოპტიმალური ტემპერატურე 22-24, მაგრამ მათ 16 ტემპერატურაზეც შეუძლიათ არსებობა. თუმცა ამ დროს ისინი უფერულდებიან, ნაკლებს მოძრაობენ და ადვილად ავადდებიან. განსაკუთრებით არ უყვართ ტემპერატურის მერყეობა ლიფსიტებს – საკმარისია სითბო 3-4 გრადუსით დაეცეს, რომ ყველა პაწაწინა თევზი დაიხოს.

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)