მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ტალღოვანი თუთიყუში

ტალღოვანი თუთიყუშები(Melopsittacus undulates )-სახლის პირობებში მოსავლელად ყველაზე პოპულარი ფრინველები გახლავთ. მათი სამშობლო ავსტრალიაა, ისინი ცხოვრობენ ისეთ ბუჩქებსა და ხეებზე, რომლებიც განლაგებულია უსასრულო ველების მაღალ ბალახებში. გამრავლების პერიოდის გარდა, ეს ჩიტები საკვების მუდმივ მოძიებაში არიან. ველური ტალღოვანი თუთუყუშები მკვეთრი, ბალახისფერ-მწვანე შეფერილობის არიან. ყელი, შუბლი და ლოყები ყვითელია, ყელსა და ლოყებსა რამდენიმე ლურჯი ლაქა აღენიშნებათ. კუდის ბუმბულის წინა ნაწილი მუქი მწვანე და ლურჯია, კისრის უკანა მხარე, ზურგი და ფრთების ბუმბულზე აქვთ ტალღოვანი ხაზების მსგავსი შტრიხები. სწორედ ასეთი ტალღოვანი შტრიხების გამო ეწოდათ ტალღოვანი თუთიყუშები. სელექციონერებმა გამოიყვენეს უამრავი შეფერილობა: ყვითელი, მელნისფერი, ლურჯი, ცისფერი, ღია მწვანე, თეთრი და სხვა. სახლის პირობებში ტალღოვანი თუთიყუშები ყველაზე ადვილი მოსავლელები არიან. ადვილად იტანენ დაბალ ტემპერატურას -30 გრადუსამდე, მთავარია გალია არ იდგეს ორპირ ქარში. უპრეტენზიოები არიან საკვების მიმართ მიირთმევენ თითქმის ყველანაირ მარცვლოვან კულტურას, სალათის და ბოლოკის ფოთლებს, ქათმის კვერცხს, ვაშლს. წყალი უნდა მივცეთ ყოველ დღე ახალახალი ნადგომი. ოპტიმალური გალიის ზომები ერთი წყვილისთვის არის 30X40X60. გამრავლების დროს დედალი დებს 4-6 კვერცხს რომლის ინკუბაციაც 17 დღე გრძელდება. გამოჩეკილ ბარტყებზე ორივე მშობელი ზრუნავს. ტალღოვანი თუთიყუშები ადვილად სწავლობენ ლაპარაკს. ამისთვის უმჯობესია აიყვანოთ 2-3თვის მამალი ბარტყი და აუცილებლად გყავდეთ მარტო გალიაში. სიტყვები უნდა უმეოროდ ხშირხშირად და გარკვევით. ისინი გაცილებით ადვილად იმახსოვრებენ მოკლე სიტყვებს ვიდრე გრძელს.

 

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)