მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ინგლისური სეტერი

სიმაღლე:ხვადი 65-68სმ, ძუ 61-65სმ.
წონა:ხვადი 27-30კგ, ძუ 25-28კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-12 წელი.
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

ინგლისური სეტერი 1815-1877 წლებში ედვარდ ლავერაკმა გამოიყვანა. ინგლისური სეტერის პირველ წინაპრებს ჯერ კიდევ მე 16-ე საუკუნეში იყენებდნენ სანადიროდ. 19-ე საუკუნეში, ედვარდ ლავერაკის დამსახურებით მიიღეს თანამედროვე ინგლისური სეტერის ჯიში.

ჯიშის აღწერა

ინგლისური სეტერი საშუალო აღნაგობის ძაღლია. აქვს მაღალი, დაკუნთული კისერი, ელეგანტური თავი. ოდნავ გრძელი, სწორკუთხოვანი სახის ფორმით, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული. კბილები თეთრი და მაგარი. თვალები ლამაზი, ჭკვიანი გამოხედვით, მუქი ყავისფერი შეფერილობის. თვალის ხაზის გასწვრივ დასმული ჩამოკიდებული ყურები, საშუალო ზომის ოდნავ დატალღული ბეწვით. კუდი საშუალო სიგრძის,ზურგის ხაზის ოდნავ დაბლა დასმული, დაფარული ხშირი და სწორი, ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით, რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება. ინგლისური სეტერის ბეწვი გრძელია, ხშირი, მბრწყინავი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი. ძირითადი შეფერილობა თეთრია, სხვადასხვა ფერის ლაქებით: შავი ან ყავისფერის ვარიაციები. ინგლისური სეტერი სამფეროვანიც არსებობს, თეთრ ფონზე შავი ლაქები, ხოლო სახისა და თათების მიდამოებში ყავისფერი ლაქები. იშვიათად გვხვდება აბსოლუტურად თეთრი ფერის სეტერები.

ხასიათი

ინგლისური სეტერი საიმედო, გაწონასწორებული ხასიათის ძაღლია, უყვართ სივრცე და მოძრაობა, ამიტომ ბინაში მათი ყოლა რეკომენდებული არაა. ინგლისური სეტერი ძალზე აქტიურია, მოუთმენლად ელის როდის წაიყვანენ გასასეირნებლად, საღამოს კი განსაკუთრებულად პატრონის ფეხებთან გემრიელად მოკალათება უყვარს. ინგლისური სეტერი ბუნებით ძალიან მეგობრულია, კარგად ურთიერთობს როგორც უფროსებთან, ასევე ბავშვებთან. მათ „ძაღლების სამყაროს ჯენტლემენებსაც“ კი უწოდებენ თავიანთი სანაქებო საქციელის გამო. ინგლისურ სეტერს განსაკუთრებულად ხიბლავს ადამიანებთან ურთიერთობა, მარტო ისინი მოწყენილები არიან.

დანიშნულება

ერთგული და ღირსეული კომპანიონი, მონადირე.

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)