მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

კავკასიური ნაგაზი

სიმაღლე:ხვადი 68 -75სმ, ძუ 63 -70სმ.
წონა:ხვადი 45 -75კგ. ძუ 42 -70კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: წელი 9-11
წარმომავლობა:კავკასია

წარმომავლობა

კავკასიური ნაგაზი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში წარმოიშვა, მრავალი საუკუნის წინ. გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, უყვარს ბავშვები. კავკასიური ნაგაზი კარგად ეგუება ყველა კლიმატს.

ჯიშის აღწერა

ქართული ნაგაზი არის დიდი ზომის, ძლიერი აგებულების მქონე, უცხოსადმი უნდო და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. თავი- დიდი და განიერი, ზედმეტი ნაოჭებისა და დანაკეცების გარეშე. თავის ქალა მასიური აქვს, კარგად განვითრებული. შუბლი დაბალი და განიერი. ცხვირი განიერი, ნესტოები ძირითადად შავი ფერის. დინგი თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, განიერი. ტუჩები კარგად განვითარებული, ელასტიკური და ყბებზე კარგად აკრული, ტუჩების კუთხე- მშრალი. კავკასიური ნაგაზის კბილები და ყბები ძლიერია, ყბები კარგად აქვს განვითარებული, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს ჩასმული კბილებით ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. თვალები საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული. პროპორციულად განლაგებული სახის არეზე. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის. კავკასიური ნაგაზის ყურები ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმულია, დასაშვებია მოკლედ კუპირებული. კისერი მოკლე, განიერი და მძლავრი, კარგად დაკუნთული. კორპუსი-მძლავრი. ზურგი-განიერი, სწორი და კუნთოვანი. წელი ძლიერი, მოკლე და განიერი. კრუპი ოვალური ფორმის, ოდნავ დახრილი. მკერდი-განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებური ფორმის, ღრმა. კუდი-მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს. სიარულის დროს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კავკასიურ ნაგაზს აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი. კიდურები. წინამხარი სწორი და მძლავრი. მაჯა-მოკლე, მძლავრი და ვერტიკალური. სახტომი სახსარი-ძლიერი, განიერი, საკმაოდ ღია კუთხით. ტერფი-ვერტიკალური, მძლავრი, საშუალო ზომის. თათები დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, კარგად შეკრებილი. ხვადი გაცილებით მასიური, დიდძვლიანი და მძლავრია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად გამოხატული ყვრიმალებით. ძუ, ისევე როგორც ხვადი, ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლია. კავკასიური ნაგაზის ბეწვი სწორია და უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით, კარგად მომჯდარი სხეულზე. შეფერილობა-ნებისმიერი ყველანაირი კომბინაციით.

ხასიათი

კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი.

დანიშნულება

კავკასიური ნაგაზი გამოიყენება საქონლის, სხვადასხვა ობიექტების დასაცავად.

© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)