თევზები
თევზები და აკვარიუმი ინტერიერის ჰარმონიზაციის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
ჩვენ ცხოვრებაში აკვარიუმებს სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის შემოტანა შეუძლიათ. აკვარიუმის ბინადრები ყოველთვის თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, არ აქცევენ ყურადღებას რა ხდება მათ ირგვლივ გარესამყაროში, და ამასთანავე ამ სიმშვიდეს ადამინებსაც დაგასცემენ. ამ სახის რელაქსაციას „აკვარიუმის თერაპია“ ეწოდება. აკვარიუმის სამყაროს ყურება ამშვიდებს და შეუძლია დააწყნაროს აწეწილი ნერვები. წყალისა და მშვიდად მოცურავე თევზების ყურება ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ნორმალური სისხლის მიმოქცევის სწრაფ აღდგენას.
ჩვენ ყველა ბუნების შვილები ვართ და მასთან ურთიერთობას ვსაჭიროებთ. თუმცა ხშირად, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში ბუნებით ტკბობა თითქმის შეუძლებელია. საკუთარი პატარა სამყაროს შესაქმნელად უნიკალური საშუალება აკვარიუმია. აქ ყველაფერი შეთანხმებული, ჰარმონიული, განვითარებული და მოძრავია. ეს სამყარო მთლიანად თავის მფლობელზეა დამოკიდებული, გამუდმებული ყურადღების და ზრუნვის გარეშე ის დაიღუპება.
წყალქვეშა სამყაროს მცხოვრებლებზე ზრუნვა ერთი სიამოვნებაა. აკვარიუმით გატაცება მოგცემთ საშუალებას მეტი გაიგოთ წყლის ცხოველების შესახებ, მათ ურთიერთკავშირზე ფლორასთან. აკვარიუმი გასწვლით როგორ შეიყვაროთ ბუნება, როგორ გაუგოთ მას. აკვარიუმი მარტო გართობა არ გახლავთ, მას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. წყალქვეშა სამყაროზე დაკვირვება საუკეთესო დასვენება და ფსიქოლოგიური განტვირთვაა. მოცურავე თევზების ყურება ხსნის დაღლილობას და სტრესს, ამაღლებს განწყობას და აყუჩებს თავის ტკივილს. აკვარიუმი და თევზები საშინაო ექიმია. და ბოლოს აკვარიუმი მასში მოცურავე თევზებით უბრალოდ ლამაზია.