მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

“ჩემთან!” ბრძანების სწავლება

ლეკვისათვის “ჩემთან!” ბრძანების სწავლება საჭიროა უპირველეს ყოვლისა. დაუძახეთ ლეკვს მისი სახელით და დაამატეთ მხიარული ხმით “ჩემთან!” თუ ლეკვი ეგრევე მოვა – მიეცით მას პატარა გემრიელი ნაჭერი და მოეფერეთ. ქუჩაში ბრძანება უნდა ჟღერდეს ხშირად და მას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს გემრიელი ნაჭერი. წაქეზება უნდა ხდებოდეს ეგრევე, რაც ნიშნავს, რომ ბრძანების წარმოთქმისას ნაჭერი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს პატრონის ხელში. წაქეზება საჭიროა არა პატრონთან ნებისმიერი მისვლისათვის, არამედ მხოლოდ ბრძანების შედეგად მისვლის შემთხვევაში. მეორე მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: თუ ძაღლი არ მოდის პატრონის დაძახებაზე, უკანასკნელმა ისე უნდა ქნას, თითქოს მიდის სადმე მის გარეშე. ძაღლს არ უყვარს მარტოობაში დარჩენა და წაჰყვება თავის პატრონს. ეგრევე წააქეზეთ ძაღლი, მიეცით ნაჭერი, შეაქეთ და მოეფერეთ.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)