მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ორსულობა და მშობიარობა

ორსულობის პერიოდში ძაღლს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. როგორც წესი, ძაღლებში ორსულობის პერიოდი 62-64 დღე გრძელდება. სასურველია, დაწყვილებამდე ძაღლი წონაში არ იყოს მომატებული. ორსულობის დროს ის ხშირად უნდა ასეირნოთ, სირბილი და ხტუნაობა რეკომენდებული არაა. ორსულობის პერიოდში დიდი ტანის ძაღლებს მეტი ყურადღება ჭირდებათ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლებს. მუცელი დაახლოებით 1 თვიდან ეტყობათ, თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, მაშჳნ შესაძლოა ადრეულ ასაკშიც შეამჩნიოთ. ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება. ცხოველს თავისი ინსტინქტები აქვს. მშობიარობის შემდეგ ძაღლი თავის ლეკვვებს იცავს უცხო ადამიანებისგან, ამ პერიოდში სასურველია თუ ოჯახის წევრ ბავშვებსაც მოვარიდებთ ძაღლს, რათა მათ ძაღლის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. მშობიარობა დიდი სტრესია. ყოფილა შემთხვევები, როცა დედას თავისი ლეკვები დაუხოცავს, ან ძუძუსთან არ მიუკარებია. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ორსულობის პერიოდშჳ მნიშვნელოვანია ძაღლის კვებაც. კარგი იქნება, თუ ძაღლს ორსულობის პერიოდში ან ლეკვების საჭმელზე, ან სპეციალურ კვებაზე გადაიყვანთ. თუ ძაღლი თავიდანვე ერთი რომელიმე ბრენდის საკვებზე გყავთ, მაშინ მისი სხვა კვებაზე უცბად გადაყვანა სასურველი არაა. ორსულობის დროს კომპექსური ვიტამინების დამატებაც კარგია, ოღონდ არა ინექციის სახით. ძაღლის მშობიარობაზე აუცილებელია ვეტერინარის დასწრება. მშობიარობის დროს ხდება ხან ლეკვის გაჭედვა, ხან ჭიპლარის გადაჭრის პრობლემა წამოიჭრება, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის როგორც დედის ასევე ლეკვების სიცოცხლესაც. აქედან გამომდინარე აუცილებელაი პროფესიონალის დახმარება. აღსანიშნავია ძაღლებში ცრუ ორსულობის ფაქტები, რომლებიც ძირითადად დეკორატიულ ძაღლებს, ძირითადად კი პუდელებს ემართებათ.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)