მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ძაღლების დაწყვილება

თუ თქვენ თქვენი ძაღლის დართვა გადაწყვიტეთ, კარგი იქნება თუ კინოლოგს მიმართავთ დახმარებისთვის. კინოლოგი დაგეხმარებათ სწორად შეურჩიოს მეწყვილე თქვენს ძაღლს. ამ საქმეს პროფესიონალის რჩევა ჭირდება, რადგან ყველა ძაღლს თავისი სტანდარტი აქვს და არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებიც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. კინოლოგმა კარგად იცის ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტები, ცდილობს დააბალანსოს ძუსა თუ ხვადის პლუს-მინუსები, რათა ნამატი მაქსიმალურად დახვეწილი იყოს. მაგალითად სხვადასხვა ფერის ძაღლების დაწყვილება სერიოზული სელექციაა. აუცილებელია ძაღლის გენეალოგიის ცოდნა. უნდა იცოდეთ რა ფერის წინაპრები ყავდა წინა სამ თაობაში ძუსაც და ხვადსაც. უნდა იცოდეთ, რომელია დომინანტური და არადომინანტური ფერები. ფერიდან გამომდინარე ძაღლებს სხვადასხვა პიგმენტაცია აქვთ, ამიტომ არის აუცილებელი ყველა ნიუანსის ცოდნა. რაც შეეხება დაწყვილების პერიოდს, უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ძაღლს სხვადასხვა დრო აქვს. აღსანიშნავია, რომ ბევრი გაზაფხულს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ლეკვები ზაფხულში იბადებიან. წელიწადის ამ დროს მარტივია ლევების მოვლა, არ ცივა, არც ქარია შეაწუხებთ. თუმცა ზაფხულში ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)