მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

როგორ გამოვკვებოთ ზაზუნა

ზაზუნა მინდვრის ცხოველია. მის საკვებ რაციონს ხორბალი, შვრია, სიმინდი, ბარდა, მზესუმზირა და თხილი შეადგენს. ყველაზე კარგი ვარიანტი ზაზუნასთვის ზოომაღაზიაში ნაყიდი საჭმელია, რომელიც ისეთ ვიტამინურ დანამატებს შეიცავს, რომელიც ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს. საკვების ყიდვისას არ დაგავიწყდეთ კოლოფზე ვარგისიანობის ვადის შემოწმება. სასურველი არაა ზაზუნა სულ მშრალ საკვებზე ყავდეთ. ყოველ დღე უნდა აჭამოთ ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, ატამი, გარგარი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, მოკლედ ყველაფერი ციტრუსისა და კომბოსტოს გარდა(ის ზაზუნასთვის მძიმეა მოსანელებლად, თუმცა სულ მცირე დოზებით შეიძლება მისი დამატებით მიცემა). ასევე კარგი იქნება თუ დაუმატებთ ოხრახუშს, კამას, სალათის ფურცლებს, ბაბუაწვერას ფოთლებს. წყალთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრი იყოფა, ზოგი ფიქრობს, რომ წყალი ზაზუნას სულ უნდა ედგას, სხვათა აზრით კი წყლის მუდმივი სმა არღვევს კუჭნაწლავის ფუნქციებს, ისინი სითხეს ხილის წვენიდანაც საკმარისად იღებენ. მათთვის ვინც მაინც გადაწყვეტს, რომ მის ზაზუნას წყალი ესაჭიროება, შეუძლია ზოომაღაზიაში შეიძინოს სხვადასხვა ფორმის და ზომის სპეციალური ბოთლები. ზოგიერთი ბოთლია ზალიან მოსახერხებელია ზაზუნებისთვის, ისინი ენით ლოკავენ ბურთულას საიდანაც წყალი წვეთ-წვეთ მიეწოდება. ბუნებაში ასე სვამენ ისინი ბალახებიდან წვიმის წვეთებს და ნამს. თუკი მაინც ფიქრობთ, რომ თქვენ ზაზუნას წყალი არ ჭირდება, მაშინ არ დაგავიწყდეთ მისთვის ყოველდღიურად ხილისა და ბისტნეულის ჩადება.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)