მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ყველაფერი ზომიერად

არც ისე რთულია, აღმაფრენის პერიოდში აკვარიუმის მოწყობა. თავიდან ის მეტნაკლებად დააკმაყოფილებს თვენს მოთხოვნებს, შემდეგ, ნელნელა დაიწყება სხვადასხვა ცვლილებები, რომელთაგანაც ზოგი გაგახალისებთ, ზოგი კი გულს დაგწყვეტთ. მოუთმენლობა-აკვარიუმის უდიდესი მტერია. რა თქმა უნდა, ყველას უნდა სწრაფად მიაღწიოს სასურველ შედეგს. ალბათ გგონიათ, რომ მცენარე ისე არ იზრდება, როგორც გსურთ, არც ახალნაყიდი თევზები იზრდებიან უსწრაფესად. თქვენ აკვარიუმში გრუნტის გასანოყიერებლად დიდი მონდომებით ყრით მინერალურ მარილებს, გასაგებია, ასე ცდილობთ დაეხმაროთ მცენარეებს და ცხოველებს გაზრდაში, ამ დროს კი არღვევთ განვითარების იმ ბუნებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც აკვარიუმი სუფთად და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ზედმეტი არაფერი ვარგა, აკვარიუმის შიდა ცხოვრებაში ნებისმიერი ჩარევა დაარღვევს ბიოლოგიურ პროცესებს, შეაწუხებს თევზებს და ხელს შეუშლის მცენარეების ზრდას. იგივე შეიძლება ითქვას კვებაზე, აუცილებელია ზომიერების დაცვა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ აკვარიუმში რამე პრობლემებია, მიზეზები არა ცხოველებსა და მცენარეებში, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი-ნაკლებად ჩაერიეთ აკვარიუმის შიდა ცხოვრებაში, მხოლოდ აუცილებელი ჩარევით შემოფარგლეთ. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ რამდენიმე აკვარიუმი გაქვთ, თითოეულისთვის ცალცალკე უნდა გქონდეთ საჭირო ინვენტარი. ამით გამოირიცხება ავადმყოფობის გადამტანი მიკრობების და წყალმცენარეების შეტანა ერთი აკვარიუმიდან მეორეში. თანდათანობით შეეჩვევით სწორ მოვლას და მოხვდებით, რომ აკვარიუმის მოვლას ოდნავ მეტი დრო და ენერგია ჭირდება, ვიდრე ფანჯრის რაფაზე განთავსებულ თქვენ საყვარელ მცენარეებს. აკვარიუმის მოვლის ძირითადი წესია, ყოველდღე, რამდენიმე მარტივი ოპერაციის შესრულება, ვიდრე გენერალური დასუფთავება 2 თვეში ერთხელ. რაც უფრო ნაკლებად შეაწუხებთ თევზებს და წყლის მცენარეებს, მით უკეთ იგრძნობენ თავს. თუკი აკვარიუმის ნორმალური ბიოლოგიური მდგომარეობა რამენაირად დაირღვევა, მისი აღდგენა გენერალური დალაგების გარეშე შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში სულ თავიდან უნდა დაიწყოთ, ანუ აკვარიუმის განახლებიდან. წარმოიდგინეთ ეს რა რთული პროცესია თევზებისა და მცენარეებისათვის. ამიტომ უკეთესია თუ პროცესებს ყოველდღიურად მიადევნებთ თვალყურს. აკვარიუმი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს, ეს თქვენც მოგაჭინებთ სიხარულს და აკვარიუმის ბინადრებსაც.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)