მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

რჩევები თუთიყუშებზე

• არასოდეს აიყვანოთ თუთიყუში ხელში, ის არც ლეკვია და არც ზაზუნა. ხელში ყოფნამ შეიძლება თუთიყუშის შოკირება გამოიწვიოს. მათ ბუნებაშია თავისუფლების შეგრძნება, თქვენმა ქმედებამ კი შეიძლება გააღიზიანოს და დიდი ხნით დაკარგოს თვენი ნდობა. • თუთიყუში გამუდმებით ყვირის. ხანდახან, შესაძლოა მისი ყვირილი გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ არ ღირს თქვენც უყვიროთ, ჯობია გაარკვიოთ რამეთი ხომ არ არის უკმაყოფილო. • ღამღამობით თუთიყუშის გალიას ნაჭერი გადააფარეთ, ამგვარად თქვენც მშვიდად დაიძინებთ და თქვენი თუთიყუშიც. მთავარია ნაჭერი ისე მჭირდოდ არ იყოს მიკრული გალიაზე, რომ თუთიყუშს სუნთქვა გაუჭირდეს და გაიგუდოს. • საჭიროა თუ არა ჩიტის სასეირნოდ გამოშვება? აუცილებელია! თუთიყუშისთვის ბევრი ფრენაა და ცოცვაა საჭირო, რაც გალიაში შეუძლებელია. • არ აბანაოთ თუთიყუშები. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დამწყები ჩიტების მომვლელთათვის. თუთიყუშებმა თვითონ უნდა იბანაონ, თქვენ მხოლოდ წყლიანი ჭურჭლის დადგმა გევალებათ მისთვის, მხოლოდ ჭურჭელი არც ისე ღრმა უნდა იყოს, ჩიტი რომ არ დაიხრჩოს. • არ გამოკვებოთ თუთიყუში თქვენი თეფშიდან, შესაძლოა მოეწონოს კიდეც თქვენი საჭმელი, მაგრამ ეს მისთვის მომაკვდინებელი იქნება. • აჭამეთ მწვანილი. თუ ადრე არასდროს მიგიციათ მწვანილი, მასზე ეტაპობრივად უნდა გადაიყვანოთ. უკეთესია თუ იქნება რამე ყლორტი. უფრო მსუბუქი რამის მიცემას შეიძლება, მაგალითად კამის.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)