მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

კატის კვება

კატის გამოკვება მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთიდაიგივე საჭმლით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს საკვები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს. თუმცა არსებობენ ისეთი პატრონები, რომლებიც მრავალფეროვნების მიზნით, სხვადასხვა ხარისხისა და გემოს საკვებს აძლევენ. ამგვარად მოქცევა დაუშვებელია, რადგან რაციონის შენაცვლება ნივთიერებათ ცვლის დისბალანსს და ნაწლავების მიკროფლორის დარღვევას იწვევს. ერთი სახეობის საჭმლიდან მეორეზე გადასვლა ეტაპოვრივად უნდა მოხდეს, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. განსაკუთრებული საჭმლისმომნელებელი სისტემისა და სისხლში გლუკოზის შემცველობის გამო კატები ჭამენ ცოტას, მაგრამ ხშირად, ამიტომ მათ თეფშზე მშრალი საჭმელი მუდმივად უნდა იდოს. რაც შეეხება კონსერვებს, მათი გამუდმებით თეფშზე დება საჭირო არაა, რადგან ის მალფუჭებადი პროდუქტია: საჭმელად იმდენი უნდა მივცეთ, რამდენსაც ერთ ჯერზე მოერევა. არ დაგავიწყდეთ, მიღებული საკვების თითოეულ გრამზე კატამ 3-ჯერ მეტი რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს. სწორ კვებაზეა დამოკიდებული არა მარტო გარეგნული მხარე, არამედ მისი ჯანმრთელობაც, განსაკუთრებით კი კანისა და ბეწვის მდგომარეობა. თუ თქვენი კატის რაციონი მზა საჭმელებისა და მაღალი კლასის კონსერვებისგან, მაშინ პრობლემები არ შეიქმნება და ვიტამინების დამატებაც არ გახდება საჭირო. ხოლო თუ კატას ნატურალური პროდუქტებით კვებავთ, ვიტამინების დამატება აუცილებელია.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)