მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

პირველი გაკვეთილები

პირველ ნაბიჯებთან ერთად, თქვენ არა მარტო უნდა იზრუნოთ თქვენი ლეკვის თამაშების დახმარებით განვითარებაზე, არამედ ნელნელა უნდა მიაჩვიოთ პატარ-პატარა ბრძანებების მოსმენას. ჯერ კიდევ „სუსტი“ ორგანიზმის“ გადატვირთვის შიშით არ გადადოთ წვრთნის დაწყება, სწავლა მისთვის იგივე თამაშია, რომელსაც ბოლოს სასუსნავით დაჯილდოებაც კი მოყვება. ორი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომლებიც თქვენმა პატარამ უნდა ისწავლოს არის მისი სახელი და ბრძანება „ფუ“. როდესაც თქვენ მას სახელით უხმობთ, მან დაუყონებლივ უნდა მოირბინოს. ხოლო სიტყვა „ფუ“ ნიშნავს „დაუყოვნებლივ მორჩი, არ შეიძლება!“ . თუ ლეკვი რამე ცუდს აკეთებს უბრალოდ უთხარით „ფუ“. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ ეტაპობრივად ასწავლოთ ბრძანებები „დაჯექი“ და „ადექი“. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ლეკვი კერ კიდევ ძალიან პატარა და მოუხერხებელია. შესაძლოა ყველაფერი თავიდანვე კარგად არ გამოუვიდეს, მაგრამ ცდილობს თავი მოგაწონოთ და გაარკვიოს რა და როგორ გააკეთოს. ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი შექება. თქვენი ლეკვის ბედნიერებისა და გაწვრთნისათვის შექება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენმა ლეკვმა უნდა იცოდეს რისთვის აქებთ, ხოლო შექება უნდა იყოს დროული, სხვა შემთხვევაში თქვენ რისკავთ შეაქოთ იგი არასწორი საქციელის გამო. არ დაგავიწყდეთ მასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა მას არ შეუძლია ადამიანური ენით გიპასუხოთ, მაგრამ იგი მშვენივრად აღიქვამს თქვე გრძნობებს. ხოლო თუ თქვენ მას ხშირად დაელაპარაკებით, ის უკეთესად გაგიგებთ თქვენ და თავსაც კომფორტულად იგრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც სახლში ასევე მისთვის უცხო გარემოში. ირწმუნეთ, სწავლისთვის ლეკვი არასდროს არის ზედმეტად პატარა.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)