მთავარი გვერდი   რჩევები ენციკლოპედია ცნობარი კითხვა-პასუხი ჩვენს შესახებ

 

ავტორიზაცია
მომხმარებელი
პაროლი
რეგისტრაცია
იყიდება
ძაღლები (2115)
კატები (149)
ფრინველები (49)
თევზები (102)
სხვა ცხოველები (166)
ვიყიდი
ძაღლს (807)
კატას (56)
ფრინველს (52)
თევზს (18)
სხვა ცხოველს (58)
შეჯვარება
ძაღლს (531)
კატას (52)
სხვა ცხოველს (4)

ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა

მოემზადეთ, თქვენი ლეკვისთვის ყველაფერი საინტერესო იქნება. მან ჯერ კიდევ არ იცის კარგისა და ცუდის განსხვავება, არ იცის რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, თუმცა იგი მზად იქნება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თქვენი შექება დაიმსახუროს. პირველ ნაბიჯებთან ერთად თქვენს ლეკვს უჩდება მოსაქმების პრობლემა. იმისათვის, რომ ლეკვმა თავიდანვე აითვისოს იმ მითითებული ადგილები, სადაც მოსაქმებაა შესაძლებელი, თქვენი გამუდმებული მეთვალყურეობაა საჭირო. როდესაც ტუალეტში შესვლის აუცილებლობა ჩდება, როგორც წესი პატარა იწყებს წრიალს და იატაკის ყნოსვას. როცა ლეკვის ასაკი 8 კვირას არ აღემატება, უკეთესია თუ ტუალეტად სპეციალურ საფენებს გამოიყენებთ, ეს საფენები მარტივად იწოვენ სისველეს და მათი შეძენა ვეტერინარულ მაღაზიებსა და აფთიაქებშია შესძლებელი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ თქვენი პატარა მეგობარი აწრიალდა, დაიწყო იატაკის ყნოსვა, მაშინვე დაუდეთ საფენი ერთ განსაზღვრულ ადგილას და დაელოდეთ სანამ საქმეს არ დაასრულებს. უკეთესია, თუ ამ საფენს იმ ადგილას დადებთ, სადაც მან პირველად გააკეთა მონიშვნა. კარგი იქნება, თუ თქვენ ლეკვს ყოველი ჭამის შემდეგ მოათავსებთ მოსასაქმებელ საფენზე. საქმის მომთავრების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მისი შექება და ჯილდოს სახით საყვარელი სასუსნავით დასაჩუქრება. შეეცადეთ შეაქოთ თქვენი ლეკვი ყოველთვის, როცა სწორად ასრულებს თქვენ მიერ მითითებულ დავალებას. დასჯით თქვენ მას ვერაფერს შეაგნებინებთ. ზირითადად თქვენი ლეკვი ვერ აცნობიერებს, რომ მისი უნებური ქმედება შეიძლება არასწორი იყოს. დასჯით თქვენ მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ თქვენი პატარა დაიწყებს დამალვას და საიდუმლო ადგილების ძებნას. რადგან მისთვის დასჯა ასოცირებული იქნება არა ადგილის არასწორ შერჩევასთან, არამედ გაუგებარ დანაშაულთან. პირველ ნაბიჯებთან ერთად, თქვენ არა მარტო უნდა იზრუნოთ თქვენი ლეკვის თამაშების დახმარებით განვითრებაზე, არამედ ნელნელა უნდა მიაჩვიოთ პატარ-პატარა ბრძანებების მოსმენას. ჯერ კიდევ „სუსტი“ ორგანიზმის“ გადატვირთვის შიშით არ გადადოთ წვრთნის დაწყება, სწავლა მისთვის იგივე თამაშია, რომელსაც ბოლოს სასუსნავით დაჯილდოებაც კი მოყვება.


© 2009 by David Kobalava (info@myzoo.ge)     |    Developed by George Zambakhidze (gioz@posta.ge)