როგორ გავწმინდოთ აკვარიუმი
აკვარიუმის ზომისა და ტიპის, ასევე მასში მოთავსებული თევზების ჯიშის გათვალისწინებით, პერიოდულად დგება დრო, აკვარიუმი დაგროვილი ეკსკრემენტების, მცენარეთა მკვდარი ნაწილებისა და საკვების ნარჩენებისგან გაიწმინდოს.
ჭუჭყის ამოღება ყველაზე მარტივად რეზინის შლანგითაა შესაძლებელი, რომელსაც შუშის ან მეტალის წვერი აქვს ჩამოცმული. რეზინის მილი საკმაოდ დრეკადი უნდა იყოს, რათა აკვარიუმის შუშის კიდეზე არ გადაიხაროს. მილის დიამეტრი კი იმხელა უნდა იყოს, რომ მასში ნარჩენები უპრობლემოდ გაეტიოს. წვერის მეშვეობით ხდება ნაგვის ყველა მხრიდან მოგროვება. აკვარიუმის ფსკერის დასუფთავება ასევე შესაძლებელია ჭუჭყის ამომტუმბავი სპეციალური ხელსაწყოთი ან შუშისწვერიანი რეზინის მსხლის მეშვეობით. წყლის ნაწილობრივი ან მთლიანი შეცვლა იმავე რეზინის შლანგითაა შესაძლებელი. ოღონდ წყალი, რომელსაც აკვარიუმში ვასხამთ, იგივე ტემპერატურის უნდა იყოს, რაც მანამდე(განსაკუთრებული შემთხვევების გარდა). ხანდახან აორთქლებული წყლის სანაცვლოდ, გამოხდილი წყლის ჩასხმაა საჭირო.
დროთა განმავლობაში აკვარიუმის კედლები წყალმცენარეების მორუხო-მომწვანო ნალექით იფარება. ძლიერი ნადების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა განათების ოდნავ შემცირება.
როგორც წესი აკვარიუმის შუშები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს. შესაძლოა ნაჭრით, მარლით ან სულაც ბრიტვით რომელსაც გრძელი ტარი ექნება და მოსახერხებელი იქნება გასუფთავების დროს. იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმი ორგანული შუშისგანაა დამზადებული, მაშინ ბრიტვის გამოყენება დაუშვებელია. ამ შემთხვევაში მოსახერხებელია პარალონის გუბკის ან ქაღალდის ღრუბლის გამოყენება.
აკვარიუმის კედლებზე წყალმცენარეების მატებასთან ბრძოლა მოლუსკების მეშვეობით არაეფექტურია, რადგან მოლუსკებს მხოლოდ შუშის ამოჭმული ადგილების ნახაზებით დაფარვა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ აკვარიუმის მოლუსკებს შეუძლიათ შთანთქან თევზებისა და მცენარეების ეკსკრემენტები, რითაც ნივთიერებათა ცვლის მთელი ციკლის ნაწილი ხორციელდება. რაც შეეხება აკვარიუმში საკვებთან ერთად მოხვედრილ მოლუსკებს, თევზების სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად ისინი უნდა განადგურდნენ. აკვარიუმში წყლის ამღვრევა საკვების ნარჩენების ლპობის შედეგია, რაც ძირითადად მშრალი საკვების გამოყენებას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა აკვარიუმის ფსკერის გაწმენდა ნარჩენი საჭმლისგან, აუცილებლობის შემთხვევაში კი გრუნტის გარეცხვა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება განათებისა და მცენარეების რაოდენობის მომატება.