წყლის ფილტრაცია აკვარიუმში
საჭიროა თუ არა აკვარიუმში წყლის გაფილტვრა? ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამის გასარკვევად საჭროა ოდნავ მაინც გავერკვეთ თვალით უხილავ იმ ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებში, რომლებიც აკვარიუმის განსაზღვრული ზომის პირობებში ხდება. თევზებისთვის საჭმლის ჩაყრის შემდეგ, აკვარიუმში რჩება საკვების ნარჩენები, რომლებიც წყალში გამოყოფენ ამიაკს(NH3), რაც თავის მხრივ თევზებისთვის საწამლავს წარმოადგენს. ამიაკის ლეტალური კონცენტრაცია 0,1 დან 0,6 მგ/ლ.-მდე მერყეობს, ტემპერატურის, ტუტე რეაქციის და მარილების შემადგენლობიდან გამომდინარე. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თუ თევზებს სუფთა, მავნე ნივთიერებებისაგან თავისუფალ წყალში მოვათავსებთ, სადაც ხელსაყრელი ტემპერატურა და საჭირო რაოდენობის ჟანგბადი იქნება, ისინი მაინც დაიხოცებიან, როდესაც ამიაკის შემადგენლობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. მაშინ რატომ ცხოვრობენ და მრავლდებიან თევზები ბუნებრივ გაუმდინარე წყალსაცავებში ან ისეთ აკვარიუმებში, სადაც წლობით არ იცვლება წყალი? პასუხი ის გახლავთ, რომ მომწამვლელი ამიაკი სადღაც ქრება. ბუნებაში, წყალში გაზავებულ ამიაკს პრაქტიკულად მთლიანად შთანთქავს წყალმცენარეები, ხოლო აკვარიუმში თევზები.
დავუბრუნდეთ ჩვენ შეკითხვას, საჭიროა თუ არა წყლის ფილტრაცია?
ხშირ შემთხვევაში ფილტრაცია, განსაკუთრებით კი ბიოლოგიური აუცილებელია. დამწყები მოყვარულებისთვის აკვარიუმის მოსავლელად ფილტრაცი აუცილებელი პირობაა. დიდ აკვარიუმებში, სადაც ბევრი წყალმცენარე და შედარებით მცირე რაოდენობის თევზია, ფილტრაცია აუცილებლობა არაა. თუ თქვენ წყალმცენარეები გამოგყავთ, ფილტრისგან შექმნილი წყლის ჭავლი ძალიან მავნებელია. ასეთ აკვარიუმებში წყლის ის ცირკულაციაც კი საკმარისია, რომელსაც მაგალითად ქმნის ნახშირბადოვანი გაზი.
არ იფიქროთ, რომ კარგად მომუშავე ბიოფილტრის გამოყენებისას ყველა პრობლემისგან დაზღვეული ხართ. სამწუხაროდ, თევზების ჯანმრთელობაზე წყალში მხოლოდ ამიაკისა და ნიტრატების შემადგენლობა კი არ მოქმედებს, არამედ სხვა არანაკლებ მომწამვლელი ნივთიერებებიც. ამიტომ სასურველია სპეციალური ტესტური ნაკრების გამოყენება, რომლებიც წყალში სხვადასხვა ნივთიერებების კონცენტრაციას აკონტროლებენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარამეტრი ნორმიდან გამოვა, მაშინვე მიიღებთ შესაბამის ზომებს, ქიმიური ფილტრაცია, წლის შეცვლა და ა.შ.